• ენის არჩევა:
  • EN
  • GE
  • RU

WFTGA კონგრესი 2019

WFTGA Convention 2019, Tbilisi, Georgia

გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის რიგით მე-18 კონგრესი საქართველოში

“საქართველო: მსოფლიოს ისტორიული გზაჯვარედინი”

20-25 იანვარს თბილისი "ნიუკაზის" და "საქართველოს გიდების ასოციაციის" ორგანიზებით ტურისტული გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის მე -18 კონგრესს მასპინძლობს.

2010 წელს "ნიუკაზ“-მა დააფუძნა საქართველოს გიდების ასოციაცია (www.guides.ge), რომელიც არის პროფესიონალი ტურისტული გიდების გაერთიანება. იმავე წელს ასოციაცია გახდა ტურისტული გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის წევრი (WFTGA), რომელიც ორ წელიწადში ერთხელ საერთაშორისო კონვენციას ატარებს.

2017 წლის იანვარში, თეირანში, საქართველოს გიდების ასოციაციამ, ტაილანდისა და ნიუ-იორკის გიდების ასოციაციებთან კონკურენციის შედეგად, მოიპოვა პატივი, რომ მომდევნო კონვენცია 2019 წლის იანვარში თბილისში ჩატარებულიყო. კონვენციის დეტალები იხილეთ ღონისძიების ვებგვერდზე (www.wftga2019.com), ასევე WFTGA ვებ-გვერდზე www.wftga.org.

WFTGA- ს ელჩები უკვე აზიარებენ ინფორმაციას საქართველოსა და კონგრესის შესახებ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ეს ღონისძიება არის ძალზე მნიშვნელოვანი, ფაქტორი არა მხოლოდ საქართველოს,  არამედ მთლიანი კავკასიის რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის, რადგან:

  • 2019 წელს, საქართველო უმასპინძლებს ერთკვირიან საერთაშორისოდ აღიარებულ კონგრესს.  ღონისძიება მნიშვნელოვნად გაზრდის ინტერესს და ცნობადობას საქართველოზე, როგორც ტურისტულ მიმართულებაზე, და ასევე მთელი რეგიონის შესახებ.
  • ქვეყანაში თავს მოიყრიან გიდები მსოფლიოს 90-მდე ქვეყნიდან - ადამიანები, რომლებიც არიან ექსპერტები ტურიზმის სფეროში და პირდაპირ გავლენას ახდენენ ტურისტული ბიზნესის განვითარებაზე.

კონგრესის თემაა "საქართველო - მსოფლიოს ისტორიული გზაჯვარედინი", რომელიც ასახავს საქართველოს კულტურულ მრავალფეროვნებას. კონვენციის პროგრამა ფოკუსირებული იქნება სხვადასხვა ქვეყნების გიდებს შორის უნიკალური გამოცდილების გაზიარებაზე. პრე და პოსტ კონგრესის ტურების დროს მონაწილები შეძლებენ ქართული ღვინის გასინჯვას, გაეცნობიან ქართულ კულტურასა და ტრადიციებს, იმოგზაურონ საქართველოს ყველაზე საინტერესო ტურისტულ მიმართულებებზე და დაამყარებენ კონტაქტებს თავიანთ კოლეგებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით.