სათავგადასავლო, ეთნოგრაფიული, კულტურული
თბილისი-ანანური-ჩარგალი-ბარისახო-დათვიჯვარი-შატილი-ანატორის აკლდამები-მუცო-შატილი-მცხეთა-თბილისი
ტურის შესახებ
კავკასიონის კალთებზე შეფენილი ხევსურეთი ქართული მთის ტრადიციების ერთ-ერთი აკვანია საქართველოში. შუა საუკუნეების ციხე-კოშკები, ულამაზესი ბუნება და ადგილობრივებში ღირსების გამძაფრებული შეგრძნება, გახლავთ ამ კუთხის სავიზიტო ბარათი.
მთებში ჩაფლული კუთხე ფაქტობრივად მოწყვეტილია ცივილიზაციას, თუმცა დედა-ბუნება მაინც გვიტოვებს შესაძლებელობას, რომ ვეწვიოთ ამ ულამაზეს მხარეს და ვეზიაროთ აქაურ ტრადიციებს.
ხევსურეთის ისტორია - უხსოვარია, ხელოვნება - უნიკალური, ბუნება- თვალწრმტაცი, ხოლო სამხარეულო და ტრადიციული ლუდი - დაუვიწყარი. ამ ყველაფრის ნახვის და შეცნობის საშუალება თქვენ გეძლევათ ჩვენს მიერ შემოთავაზებულ ტურში.
ტური აგრეთვე მოიცავს საქართველოს ძველი და ახალი დედაქალაქების - იუნესკოს მემკვიდრეობის სიაში შესულ მცხეთისა და ულამაზეს თბილისის მონახულებას.
შეიძინეთ ტური ონლაინ
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით