შუასაუკუნეების ლეგენდებში სოლომონის ბეჭედად (Seal of Solomon) იწოდებოდა სიმბოლო- ორი ერთმანეთზე დადებული ტოლგვერდა სამკუთხედი (დავითის ვარსკვლავი), რომელიც მეფეს ლეგენდარულ ბეჭედზე იყო ამოტვიფრული. მისი ძალით სოლომონს ემორჩილებოდნენ ჯინები და შეეძლო ცხოველებთანაც ელაპარაკა. საინტერესოა ლეგენდა სოლომონის ოქროს ბეჭედის წარწერებზე. ერთერთი ვერსიით, მეფე არასდროს ოშორებდა ბეჭედს, რომელის წარწერა -„ყველაფერი გაივლის’ -ეხმარებოდა განსაცდელში, ხოლო ლხინში აფხიზლებდა.
სხვა ვერსიით, ბეჭდის სხვადასხვა მხარეს ამოკაწრული იყო სამი ებრაული ასო -გიმელი(ალფავიტის მესამე ასო), ზაიინი (მე-7 ასო) და იუდი (მე-10 ასო); ბეჭდის ტრიალისას მათგან იქმნებოდა აბრევიატურა, რომელიც აღნიშნავდა: „ესეც გაივლის“.