საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ებრაელები იძულებულნი  იყვნენ, ჩაეცვათ ან ჰქონოდათ  რაიმე აქსესუარი, რომელიც მათ მოსახლეობის დანარჩენი ნაწილისაგან გამოარჩევდა.

ჩაცმის თაობაზე თავად ებრაელების მიერ შექმნლი ფორმებს ჰალახის კოდექსი და „ინიუტის“ წესი არეგულირებს. ტანისამოსის სადა ფერი, სიგრძე ქამრის ადგილი, თმის საბურავი მამაკაცებისა და ქალებისთვის, სხეულის კანის დაფარვა გარკვეულ ადგილებში, ნაკლები სამკაული და ა.შ. -ეს ყველაფერი მოკრძალებულობისა და განურჩევლად სქესისა, ამ წესს ყველა ორთოდოქსი ებრაელი იცავს.

 კიტელი

ამ თეთრ სამოსს, იგივე ხალათს, ტრადიციის მიმდევარი მამაკაცები იცვამენ ქორწილებში, როშ ჰაშანისა და იომ ქოფურის ლოცვების დროს და პასექის ნადიმში

 რეკელი

რეკელი პალტოა, რომელსაც ხასიდი ებრაელი კაცები სამუშაო დღეებში ატარებენ. მისი ნაირსახეობა კი შავი ან ლურჯი მატყლისგან დამზადებული რეკელეჩია, რომლებიც შესაფერის შარვალსა და ქამართან ერთად იყიდება.

 მარტელი

ეს ქამარი ებრაელი მამაკაცების აქსესუარია და მას ხშირად ლოცვის დროს იკეთებენ. ტრადიციის მიხედვით, გარტელი ინსტინქტების კონტროლის სიმბოლოა. გარტელი სისადავით გამოირჩევა - შავი ან თეთრი ფერისაა

 ბეკიში

აბრეშუმის გრძელი პალტოს -ბეკიშეს ხასიდი ებრაელები ატარებენ. ძირითადად, მას შაბათობით, ებრაულ დღესასწაულებზე, ქორწილებზე და ბარ მიცვის დროს იცვამენ.

ტალიტი

შალის ამ მოსასხამს დილის ლოცვებისას, თორის კითხვისას და ებრაულ დღესასწაულებზე ატარებენ დაქორწინებული მამაკაცები. ტალიტის მახასიათებელი შტრიხია მოქსოვილი და დაწნული ფონები. რომლებიც მის ოთხივე კუთხეზეა მიმაგრებული ხოლო ლურჯი ზოლი ებრაელის მოვალეობების სიმბოლოა.

 ციციტი

ერთგვარი ფონებია, რომელსაც რელიგიური წეს-ჩვეულებების დამცველი ებრაელების ოთხკუთხოვან მოსასხამებზე შეხვდებით, მათ შორის ტალიტზეც.

 ტეფილინი

ტეფილი ორი ტყავის ყუთისგან და მათი შემაერთებელი ზონრებისგან შედგება. ერთი მათგანი კუნთზე მაგრდება, ზონარი შვიდჯერ იხვევა მკლავსა და ხელზე, წესისამებრ, მარცხენაზე,  თუმცა ცაციები მას მარჯვენა ხელზე იკეთებენ. მეორე ყუთი შუბლზე მაგრდება. ზონრებზე წერია ოთხი ნაწყვეტი თორიდან, ყუთებში კი მოთავსებულია ხელნაწერი პერგამენტები რელიგიური ტექსტებით. მას დილის ლოცვებზე ატარებენ.

 კიპა

კიპა მამაკაცის ტრადიციული ქუდია, თუმცა მას თანამედროვე, კონსერვატიული იუდაიზმის მიმდევარი ქალებიც ატარებენ. კიპა რელიგიური რიტუალების ტანამედროვე კომპონენტია. ის შეიძლება იყოს ნაქსოვი ან ხავერდის

 სპოდიკი

ეს ბეწვის მაღალი ქუდია, რომელიც შტრეიმელს ჰგავს, თუმცა მისგან ზომით განსხვავდება. მას პოლონური ფესვების მქონე ხასიდი ებრაელი მამაკაცები იხურავენ.

 ჰომბურგი

მას შემდეგ რაც XX საუკუნის ბეწვი მოდიდან გადავიდა, თახვის ტყავის ქუდმა სახეცვლილება განიცადა და ჰომბურგად გადაკეთდა, რაც იმის ნიშანია, რომ მას ბეწვის საბურველი აღარ ჰქონდა. ჰომბურგის ქვეშ ტრადიციული ებრაელები კულულებს ატარებენ.

 თავსაბურავი

ებრაული წესის - ჰალახის მიხედვით, დაქორწინებულმა ქალმა თმა უნდა დაიფაროს, რათა გარშემომყოფმა მამაკაცებმა იცოდნენ, რომ მას ქმარი ჰყავს. ტრადიციის მიმდევარი დაქორწინებული ქალები ატარებენ ქუდებს, ბერეტებსა და პარიკებს განსხვავებული ორნამენტებითა და ფერებით

ტიჩელი

ამ თავსაბურავს ებრაელი ქალები ატარებენ, როცა „ცნიუტის“, მოკრზალებულობის კოდექსის წესებს იცავენ. ტიჩელის უამრავი ნაირსახეობა არსებობს, ძალიან სადა ფაქტურით დაწყებული, გამორჩეული დიზაინით და ქსოვილებით დამთავრებული.

 შაიტელი

შაიტელი ერთგვარი პარიკია , რომელსაც ებრაელი ქალები ქორწინების შემდეგ ატარებენ. ის ტრადიციის გამოძახილია, რომლის მიხედვითაც, ქალმა მოკრძალებულობა უნდა შეინარჩუნოს და თმა დაიფაროს.

 
ფეხსაცმელი

ტრადიციული ებრაელების უმეტესობა არ ატარებს ღია ფეხსაცმელს, სანდალში კი წინდას იცვამს

 ლუბვიჩერი

ლუბვიჩერი თახვის ტყავის ქუდისა და ფედორას შთამომავალია, ის ყველაზე თანამედროვეა ტრადიციულ ებრაულ ქუდებს შორის

 შტრეიმელი

ქუდი ბეწვითაა შემოქობილი. კაცები მას ძირითადად,ქორწინების შემდეგ ატარებენ, თუმცა ზოგიერთი თემში შტრეიმელი ბარ მიცვის ასაკს გადაცილებული ბიჭების თავსაბურავიცაა. ჰალახის მიხედვით, კაცებს აკრძალული აქვთ თმის პარსვა ან შეჭრა საფეთქლებთან. სწორედ ამ წესის გამო ატარებენ ორთოდოქსებს

 კულულები (PAYOT)

იმავე ტრადიციის თანახმად, ასევე დაუშვებელია წვერის გაპარსვა სამართებლით, თმისა და წვერის მოწესრიგებისას მხოლოდ მაკრატელსა და ელექტრო საპარსს იყენებენ

 სამოსი

ქალები იცვამენ ზედა სამოსს, რომლის მკლავებიც იდაყვის ქვემოთ მთავრდება. ეს სამოსი ტანზე მომდგარი არ უნდა იყოს და მას ქამარიც ხალვათად უნდა ერტყას. სისადავის კანონი ფერებზეც ვრცელდება. კაბები და ქვედატანები, რომლებსაც ტრადიციის დამცველი იცვამენ, მუხლს ქვემოთ სიგრძისაა. ზოგიერთი ქალი მამაკაცებს საზოგადოებაში შარვალს არ ატარებს

 რელიგიური დღესასწაულების სამოსი

შაბათობით ტრადიციის მიმდევარი ქალები თეთრ წინსაფარს ატარებენ (რეპროდუქციული ორგანოების სიწმინდის დასაცავად), სინაგოგაში კი კონსერვაციულად აცვიათ.


წყარო : Voyager