წყალტუბო — ქალაქი საქართველოში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე წყალტუბოსწყლის ნაპირზე, ზღვის დონიდან 120 მ სიმაღლეზე. ქალაქადგამოცხადდა 1953 წელს. მოსახლეობა 16,8 ათასი (2002 წ.). ცნობილია, როგორც ბალნეოლოგიური კურორტი. ქუთაისიდან დაშორებულია 7, ხოლო თბილისიდან 250 კმ-ით.[4]ქალაქს აქვს საფეხბურთო კლუბისამგურალი (საფეხბურთო კლუბი)„სამგურალი“.
წყალტუბო მრავალმხრივი კურორტია და განსაკუთრებით განთქმულია თერმულ-რადონული მინერალური წყლის აბაზანებით. წყალი რბილი, კამკამა და უსუნოა, მისი ტემპერატურაა 33-35°
წყალტუბოს მინერალური წყალი კურნავს შემდეგ დაავადებებს: კიდურების, პერიფერიული ნერვული სისტემის, გულისა და სისხლძარღვების, კანის, ნივთიერებათა ცვლის მოშლილობის, ენდოკრინულისისტემის, გინეკოლოგიური დაავადებები. წყალტუბოში აგრეთვე მკურნალობენ რევმატიზმით, პოლიომიელიტით და ცერებრალური დამბლებით დაავადებულები. ასევე ბუნებრივი სამკურნალო საშუალებააკარსტული მღვიმეები, მღვიმეების მიკროკლიმატი გამოიყენება ბრონქიალური ასთმის, სტენოკარდიის, ჰიპერტონული დაავადებების, ნევროზის და ქრონიკული პნევმონიის სამკურნალოდ.
წყალტუბოში მკურნალობის ვადა 20-24 დღეა.
კურორტში ფუნქციონირებს სანატორიუმი "ოაზისი", პანსიონატი "წყალტუბო" და სასტუმრო "საქართველო". ქალაქში აგრეთვე ფუნქციონირებს სამი სააბაზანო, პოლიკლინიკა და ალერგოლოგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი.
კურორტ წყალტუბოს ტერიტორიაზე გაშენებულია 150-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის მრავალწლიანი ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-ნარგავები. კურორტის ტერიტორიაზე შექმნილია ხელოვნური „ცივი ტბა", რომელიც შეიქმნა 1930-იან წლებში მცირე მდინარე წყალტუბოს კალაპოტის ჩაკეტვის შედეგად.